ხელშეკრულებისა და იურიდიული დოკუმენტის სწორად მომზადება მნიშვნელოვანია კლიენტის ინტერესების დასაცავად
ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი სამართლებრივი რეაგირება
ხელშეკრულებაზე მუშაობა იწყება მხარეთა ურთიერთობის, გარიგების მიზნისა და ძირითადი პირობების შეფასებით. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავდეს მხარეთა უფლებებს, ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას და შესაძლო რისკების მართვის მექანიზმებს.
ხელშეკრულების მომზადების ან სამართლებრივი ანალიზის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ პირობებს, რომლებმაც მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს დავა ან კლიენტისთვის არასასურველი სამართლებრივი შედეგი. საჭიროების შემთხვევაში ხდება პირობების კორექტირება და მეორე მხარესთან შეთანხმება.
იურიდიული დოკუმენტის მიზანია არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაცვა, არამედ კლიენტის ინტერესების სამართლებრივად სწორად დაფიქსირება და შესაძლო რისკების წინასწარ შემცირება.