უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები ჩემი საადვოკატო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ვუწევ სამართლებრივ დახმარებას როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების, რეგისტრაციის, საკუთრების უფლების დაცვისა და ქონებრივი დავების გადაწყვეტის პროცესში.
სამართლებრივი მომსახურება მოიცავს უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლასა და შესაძლო რისკების შეფასებას, მათ შორის საჯარო რეესტრის მონაცემების, საკუთრების წარმოშობის საფუძვლების, იპოთეკის, ყადაღის, აკრძალვის, ვალდებულებებისა და ქონებაზე არსებული სხვა სამართლებრივი შეზღუდვების შემოწმებას.
უძრავი ქონების შეძენის ან გასხვისების შემთხვევაში ვახორციელებ გარიგების სამართლებრივ უზრუნველყოფას, რაც მოიცავს ყიდვა-გაყიდვის, წინარე ნასყიდობის, იჯარის, ქირავნობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების მომზადებასა და სამართლებრივ რევიზიას, გარიგების პირობების შეფასებას და კლიენტის ინტერესების დაცვისთვის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრას.
მომსახურება ასევე მოიცავს მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, საკუთრების უფლების რეგისტრაციას, საკადასტრო მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემების სამართლებრივ შეფასებას, საჯარო რეესტრთან ურთიერთობასა და სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში კლიენტის ინტერესების დაცვას.
ქონებრივი დავების ფარგლებში ვაწარმოებ საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია საკუთრების უფლების აღიარებასთან, უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან, თანამესაკუთრეთა შორის დავებთან, საერთო საკუთრებასთან, ქონების გაყოფასთან, იპოთეკასთან, ყადაღასთან და უძრავ ქონებაზე არსებული სხვა შეზღუდვების მოხსნასთან.
სამართლებრივი დახმარება მოიცავს ასევე ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე რეგისტრირებულია მესამე პირის უფლება ან შეზღუდვა, სადავოა საკუთრების უფლება ან აუცილებელია სასამართლოს გზით მესაკუთრედ ცნობა, საკუთრების უფლების დაცვა ან ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
დავის წარმოშობის შემთხვევაში ხდება საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლა, მტკიცებულებების შეფასება და შესაბამისი სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში მზადდება სარჩელი, შესაგებელი, შუამდგომლობა, სააპელაციო ან საკასაციო საჩივარი და სხვა საპროცესო დოკუმენტები.
ვახორციელებ კლიენტების წარმომადგენლობას საჯარო რეესტრში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში, როგორც უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე საკუთრებისა და სხვა ქონებრივი უფლებების შესახებ დავებში.
მომსახურების მიზანია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შესაძლო რისკების წინასწარ გამოვლენა და კლიენტის საკუთრებისა და სხვა ქონებრივი უფლებების ეფექტიანი დაცვა.

Made on
Tilda