სამართლებრივი პოზიციის შემუშავება, საპროცესო დოკუმენტების მომზადება, წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.
დეტალურად
ხელშეკრულებები
ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შემოწმება, რისკების შეფასება და სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა.
დეტალურად
ბიზნესი და კომპანიები
კომპანიების რეგისტრაცია და იურიდიული მხარდაჭერა, კომერციული ხელშეკრულებები, კორპორაციული და ბიზნეს დავები.
დეტალურად
ადმინისტრაციული და საგადასახადო დავები
ინტერესების დაცვა სახელმწიფო და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში და წარმომადგენლობა სასამართლოში.
დეტალურად
ბანკები, კრედიტები და იპოთეკა
საკრედიტო და იპოთეკური ურთიერთობების სამართლებრივი ანალიზი, ბანკებთან მოლაპარაკება და ინტერესების დაცვა დავებში.
დეტალურად
ვერ იპოვეთ თქვენი საკითხი?
მოკლედ აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით განსაზღვროთ, რა სამართლებრივი გზა შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
კონსულტაციის მიღება
ჩემი მიდგომა თქვენს საქმესთან
თითოეული საქმე ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. პირველ ეტაპზე ვეცნობი საქმის გარემოებებს, ვაფასებ სამართლებრივ პერსპექტივას და მხოლოდ ამის შემდეგ ვადგენ მოქმედების სტრატეგიას.
01. პირადი ჩართულობა
თქვენს საქმეზე პირადად ვმუშაობ და პროცესის ყველა მნიშვნელოვან ეტაპში უშუალოდ ვარ ჩართული.
02. გასაგები კომუნიკაცია
რთულ სამართლებრივ საკითხებს გასაგებად გიხსნით, რათა ყოველთვის იცოდეთ, რა ხდება და რატომ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს.
03. რეალისტური შეფასება
გულწრფელად ვაფასებ საქმის პერსპექტივებსა და რისკებს და არ გაძლევთ დაუსაბუთებელ დაპირებებს.
ჩემს შესახებ
წარმოვადგენ კერძო პირების და კომპანიების ინტერესებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და კომერციულ დავებში.
ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. იურიდიულ საქმიანობას ვეწევი 2011 წლიდან.
2011 წლიდან 2017 წლის ბოლომდე ვმუშაობდი საჯარო სამსახურში იურისტად, ხოლო 2018 წლიდან ვეწევი დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას.
მაქვს კერძო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ვახორციელებ წარმომადგენლობას საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლოში.
15 წელზე მეტი
იურიდიულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება
8 წელზე მეტი
დამოუკიდებელი საადვოკატო პრაქტიკა
სიითი № 7630
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
მაგისტრი
კერძო სამართალი
საქმეზე მუშაობის პროცესი
ყოველი საქმე იწყება სიტუაციის შესწავლით და კლიენტის ინტერესების დაცვის ოპტიმალური გზის განსაზღვრით.
პირველადი კონსულტაცია
განვიხილავთ თქვენს სიტუაციას, განვსაზღვრავთ სამართლებრივ საკითხს და საჭირო დოკუმენტებს.
საქმის სამართლებრივი ანალიზი
ვსწავლობ დოკუმენტებსა და საქმის გარემოებებს, ვაფასებ სამართლებრივ პოზიციას, მოქმედების შესაძლო ვარიანტებსა და რისკებს.
სტრატეგია და ხელშეკრულების გაფორმება
განვსაზღვრავთ საქმის წარმოების სტრატეგიას, იურიდიული დახმარების მოცულობასა და თანამშრომლობის პირობებს. პირობების შეთანხმების შემდეგ ვაფორმებთ ხელშეკრულებას.
ინტერესების დაცვა
ვამზადებ საჭირო დოკუმენტებს, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და არჩეული სტრატეგიის შესაბამისად წარმოვადგენ კლიენტის ინტერესებს სასამართლოში.