სამოქალაქო დავის სწორად შეფასება მნიშვნელოვანია საქმის დასაწყისშივე
ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი სამართლებრივი რეაგირება
სამართლებრივი მომსახურება იწყება საქმის გარემოებებისა და არსებული დოკუმენტაციის შესწავლით, მტკიცებულებების შეფასებითა და დავის სამართლებრივი პერსპექტივის განსაზღვრით. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშავდება კლიენტის ინტერესებზე მორგებული სამართლებრივი სტრატეგია და განისაზღვრება დავის გადაწყვეტის ოპტიმალური გზა.
მომსახურების მიზანია შესაძლო სამართლებრივი რისკების წინასწარ განსაზღვრა და კლიენტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა.
კლიენტის ინტერესების დასაცავად, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა, მათ შორის უძრავ ან მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.