მანუჩარ მამულაძე
ადვოკატი საქართველოში
იურიდიული პრაქტიკა 2011 წლიდან
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში მთელი ქვეყნის მასშტაბით
კონსულტაციის მიღება
იურიდიული დახმარება რთულ სიტუაციებში
კერძო პირების, მეწარმეებისა და კომპანიების ინტერესების დაცვა — კონსულტაციიდან და დოკუმენტების მომზადებიდან სასამართლოში წარმომადგენლობამდე.
  • უძრავი ქონება და საკუთრება
    უძრავი ქონების შემოწმება, გარიგებები, საკუთრების რეგისტრაცია, მიწისა და საკადასტრო საკითხები, ქონებრივი დავები.
    დეტალურად
  • სასამართლო და სამოქალაქო დავები
    სამართლებრივი პოზიციის შემუშავება, საპროცესო დოკუმენტების მომზადება და წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.
    დეტალურად
  • ხელშეკრულებები
    ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შემოწმება, რისკების შეფასება და სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა.
    დეტალურად
  • ბიზნესი და კომპანიები
    კომპანიების რეგისტრაცია და იურიდიული მხარდაჭერა, კომერციული ხელშეკრულებები, კორპორაციული და ბიზნეს დავები.
    დეტალურად
  • ადმინისტრაციული და საგადასახადო დავები
    ინტერესების დაცვა სახელმწიფო და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში და წარმომადგენლობა სასამართლოში.
    დეტალურად
  • ბანკები, კრედიტები და იპოთეკა
    საკრედიტო და იპოთეკური ურთიერთობების სამართლებრივი ანალიზი, ბანკებთან მოლაპარაკება და ინტერესების დაცვა დავებში.
    დეტალურად
ვერ იპოვეთ თქვენი საკითხი?
მოკლედ აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით განსაზღვროთ, რა სამართლებრივი გზა შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
კონსულტაციის მიღება

ჩემი მიდგომა თქვენს საქმესთან

თითოეული საქმე ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. პირველ ეტაპზე ვეცნობი საქმის გარემოებებს, ვაფასებ სამართლებრივ პერსპექტივას და მხოლოდ ამის შემდეგ ვადგენ მოქმედების სტრატეგიას.
  • 01. პირადი ჩართულობა

    თქვენს საქმეზე პირადად ვმუშაობ და პროცესის ყველა მნიშვნელოვან ეტაპში უშუალოდ ვარ ჩართული.
  • 02. გასაგები კომუნიკაცია

    რთულ სამართლებრივ საკითხებს გასაგებად გიხსნით, რათა ყოველთვის იცოდეთ, რა ხდება და რატომ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს.
  • 03. რეალისტური შეფასება

    გულწრფელად ვაფასებ საქმის პერსპექტივებსა და რისკებს და არ გაძლევთ დაუსაბუთებელ დაპირებებს.
ჩემ შესახებ

წარმოვადგენ კერძო პირებისა და კომპანიების ინტერესებს სამოქალაქო, ქონებრივ, ადმინისტრაციულ და კომერციულ დავებში.
ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. იურიდიულ საქმიანობას 2011 წლიდან ვეწევი.

2011 წლიდან 2017 წლის ბოლომდე ვმუშაობდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იურისტად, ხოლო 2018 წლიდან დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას ვეწევი.

ვარ კერძო სამართლის მაგისტრი. ვახორციელებ წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში და ვმუშაობ სასამართლოებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • 2011
    იურიდიულ სფეროში
  • 2018
    დამოუკიდებელი საადვოკატო პრაქტიკა
  • № 7630
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • მაგისტრი
    კერძო სამართალი
საქმეზე მუშაობის პროცესი
ყოველი საქმე იწყება სიტუაციის შესწავლით და კლიენტის ინტერესების დაცვის ოპტიმალური გზის განსაზღვრით.
პირველადი კონსულტაცია
ვეცნობი თქვენს სიტუაციას, ვადგენ სამართლებრივ საკითხს და ვაფასებ საქმის პერსპექტივას.
საქმის სამართლებრივი ანალიზი
ვსწავლობ დოკუმენტებს, საქმის გარემოებებსა და მოქმედ კანონმდებლობას, ვაფასებ შესაძლო სამართლებრივ გზებსა და რისკებს.
სტრატეგიის განსაზღვრა
ვაყალიბებ სამართლებრივ პოზიციას და კლიენტთან ვათანხმებ შემდგომ მოქმედებებს.
ინტერესების დაცვა
ვამზადებ საჭირო დოკუმენტებს, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და საჭიროების შემთხვევაში წარმოვადგენ კლიენტის ინტერესებს სასამართლოში.
Made on
Tilda