სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ სატენდერო პირობების სწორად შეფასებას, არამედ სამართლებრივი რისკების წინასწარ განსაზღვრასაც. იურიდიული დახმარება შეიძლება მოიცავდეს სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლას, პირობების სამართლებრივ შეფასებას, გადაწყვეტილებების გასაჩივრებას, ხელშეკრულებების შემოწმებასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში წარმომადგენლობას.

რა საკითხებზე შეგიძლიათ მომმართოთ?

სახელმწიფო შესყიდვებში ვეხმარები კლიენტებს სატენდერო პირობებისა და სამართლებრივი რისკების შეფასებაში, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესყიდვის პროცესში მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიან დაცვაში.
  • სატენდერო პირობებისა და დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი

  • სატენდერო წინადადებების მოზადებაში სამართლებრივი დახმარება

  • დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული დავები

  • სატენდერო პირობებისა და მოთხოვნების გასაჩივრება

  • დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობა

  • შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებების გასაჩივრება

  • სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხები

  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სასამართლო დავები

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობის პროცესი

სატენდერო პირობებისა და დოკუმენტაციის ანალიზი
ვაფასებ სატენდერო მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო კრიტერიუმებსა და ტექნიკურ პირობებს, ვადგენ შესაძლო სამართლებრივ რისკებს.
სატენდერო წინადადების სამართლებრივი მომზადება
ვახორციელებ სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივ შემოწმებას და ვეხმარები კლიენტს შესყიდვის პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
გადაწყვეტილების გასაჩივრება და დავების საბჭოში წარმომადგენლობა
ვაფასებ დისკვალიფიკაციის, სატენდერო პირობებისა თუ სხვა გადაწყვეტილების კანონიერებას, ვამზადებ საჩივარს და ვიცავ კლიენტის ინტერესებს დავების განხილვის საბჭოში.
ხელშეკრულების შესრულება და სამართლებრივი დაცვა
ვუწევ კლიენტს სამართლებრივ დახმარებას სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების, ცვლილების, პასუხისმგებლობისა და წარმოშობილი დავების საკითხებზე.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სწორად შეფასება მნიშვნელოვანია სამართლებრივი რისკების თავიდან ასაცილებლად და კლიენტის ინტერესების ეფექტიანად დასაცავად.

ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი სამართლებრივი რეაგირება
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა იწყება სატენდერო პირობების, მოთხოვნებისა და შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასებით.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვალიფიკაციო და ტექნიკურ მოთხოვნებს, სატენდერო წინადადების შესაბამისობას, დისკვალიფიკაციის საფუძვლებს, ხელშეკრულების პირობებს და იმ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა შესყიდვის პროცესში სამართლებრივი დავა ან სხვა რისკი წარმოშვას.
საქმის გარემოებების მიხედვით განისაზღვრება კლიენტის ინტერესებზე მორგებული სამართლებრივი გზა — სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურაში სამართლებრივი მხარდაჭერა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების გასაჩივრება, დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობა ან საჭიროების შემთხვევაში დავის წარმოება სასამართლოში.

გჭირდებათ იურიდიული დახმარება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხზე?

წარმოადგინეთ თქვენი საკითხი — პირველადი შეფასების შემდეგ განვსაზღვრავთ სამართლებრივი მოქმედების შესაძლო გზებს და კლიენტის ინტერესების დაცვის ოპტიმალურ სტრატეგიას.