ბლოგი
სამკვიდროს მიღება: ვადა, ნოტარიუსი და სამკვიდრო მოწმობის ფასი
სამკვიდრო უნდა მიიღოთ ახლო ნათესავის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში: ან ნოტარიუსთან განცხადებით, ან ქონების ფაქტობრივი ფლობით. ეს ვადა არ უნდა გაუშვათ, რადგან მემკვიდრე კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას და მისი აღდგენა მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი. სამკვიდრო მოწმობის ფასი კი დამოკიდებულია ქონების ღირებულებაზე და მემკვიდრეების რაოდენობაზე.